Monday, July 14, 2008

Lagodekhi weekend

ორშაბათი. თვალი რომ გავახილე ვინატრე ცხენი მელოდებოდეს თქო სადარბაზოში, სამსახურში დიდი სიამოვნებით წავიდოდი ცხენით. ცხენი მომეწონა ძალიან? არა, მივეჩვიე. ორი დღე 8-9 საათი გაატარო ცხენზე და როგორ არ მიეჩვევი.

მანამდე...

ისე მოვიდა ღამის სამი საათი და ისე განცხრომით ვთამაშობდით რაღაც უცნაურ თამაშს (მე დავარქმევდი „ნამიოკობანა updated“), თითქოს მეორე დღეს (ანუ უკვე იმავე დღეს) 8 საათზე სხვა უნდა ამდგარიყო ჩვენს მაგივრად და ბაზარშიც გოგი გაგვეგზავნებოდა თითქოს.

08:00 ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩემს ტამტამზე დაკრულს საყოველთაო პროტესტი მოჰყვა. ალბათ არ არის სასიამოვნო, როდესაც ღამენათევი და ნამთვრალევი (მიყვარს ეს ფრაზა) შენი ბოროტი მეგობრის ტამტამზე ბრახუნით იღვიძებ - იგივეა რომ თავში გირტყან ტამტამი.

10:45 ცხენებზე ავმხედრდით დიდი ცხენოსნებივით. უმეტესობამ პირველად დაინახა ცხენი ახლოდან. საერთოდ 5 საათი უნდა გზას. ჩვენ 7 საათში „ჩავეტიეთ“. ოოოო, გზაში ბევრი რამე იყო საინტერესო, ძალიან ბევრი! დავიღალეთ, მაგრამ დანიშნულების ადგილას მივედით! მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი საათის განმავლობაში ჩვენი გიდი გვეუბნებოდა, რომ 10 წუთში მივალთო (მაშინაც კი როცა თითქმის უკვე მისულები ვიყავით); მიუხედავად იმისა, რომ ჭუკის ცხენი საათში ერთხელ 360 გრადუსით სამ ბრუნს აკეთებდა და მერე მიწაზე ჯდებოდა; მიუხედავად იმისა, რომ ეს ფენომენი რაც ჭუკის (და მის ცხენს) ემართებოდა ვერც ერთხელ ვერ აღვბეჭდე ნორმალურად კამერაზე; მიუხედავად იმისა, რომ ბარგი ცხენებიდან პანტაპუნტით ცვიოდა და მის ხელახალ დამაგრებაზე სასწაულად დიდი დრო იკარგებოდა; მიუხედავად იმისა, რომ ცხენიდან კარგი სურათების გადაღება გამიჭირდა; მიუხედავად იმისა, რომ აუუ რა გვინდოდა სასტუმროში ვერ დავრჩით? ყველაფერი კარგი იყო! კოლია ძალიან დათვრა და ყველას გვივარდებოდა კარავში, აბა რომელი მოდიხართ ხვალ დილის 5 საათზე ტბების სანახავადო. ჩვენს პასუხებს აქ აღარ დავაფიქსირებ, ალბათ ისედაც ნათელია. თვითონ კოლია თუ წავიდა დილით ტბებზე? მის ბედზე წვიმდა და ცუდი ამინდი იყო, წასვლაც აღარ „მოუწია“ და ეძინა დილით თავისთვის კარავში ღამენათევ და ნამთვრალევს (აჰაა, ისევ ეს ფრაზა).

მეორე დღეც საკმაოდ დატვირთული იყო ემოციებით. ხელმეორედ წვიმა რო იწყებოდა, პანიკები ავწიე, კარვებში დარჩენილი ხალხი წიხლის კვრით გამოვყარე და კარვების და სპალნიკების ალაგება-ჩალაგება დავიწყე დამხმარეებთან ერთად (ვის რა ენაღვლებოდა კარვებს და სპალნიკებს სველს წავიღებდი სახლში თუ მშრალს).

12:45 დავადექით უკანა გზას. ჩვენი მიზანი იყო ცხენები დაღმართზე ხელით გვეტარებინა, თორემ ცოდოები იყვნენ, ხოლო დანარჩენ გზაზე (სწორზე და აღმართზე) ნება მოგვეცა ამხედრებულს გვევლო. საბოლოოდ, ხან ცხენებმა გვატარეს, ხან ჩვენ ვატარეთ და მიზანს მივაღწიეთ! ოოჰ, ღმერთო ჩემო! ჩვენ ისევ სასტუმროში ვიყავით. 9 კაციდან არც ერთს არ უგვრძნია დისკომფორტი ყინულივით ცივი წყლით დუშის მიღებისას. პარალელურად მე კარვების და სპალნიკების გამზეურებაც მოვასწარი და კმაყოფილი სახით ჩავბარგდი მანქანაში!

We're going back to home!

ორშაბათი. თვალი რომ გავახილე ცხენი ვინატრე, თუმცა, ვისაც შევეხმიანე ფეხებს ძლივს დაათრევენ...

14 comments:

Katiée.Ge said...

კაი იყო, მოკლედ და კონკრეტულად, კარგადაც გამეცინა :D
ისე ფოტოები ბარემ შიგადაშიგ ჩაგერთო, ჯობდა :)

Anonymous said...

საღოოოოოოოოოოოლ. ოღონდ ძალიან მოკლეა. ცოტა კიდე გააგრძელე რა მაგ სტილში. უმმმმმმმმმაგრესია

Anonymous said...

"ბრატ" დამავიწყდა რომ მეთქვა ჭო :)

Anonymous said...

ცხნების სახელები დაგავიწყდა:)
1.ვალოდა-40 წლის-სოფოს რაში;
2.პაცანა- ნიკას სიყვარული;
3.სუხო- ბექას ცხენი;
4.კეზერა- ბაკოს ჭკვიანი ცხენი;
5.ლურჯა-მარის(ჩემი) სოლიდური, ჭაღარაშერეული ულაყი;
6.ლორდი-ხრიკის (ლორდ დეივიდის) არისტოკრატი ცხენი, პროსტა მხედარს ხეებზე ტოვებდა ხოლმე;
7.ჩართო- ჩართოლანის სვანი ცხეენი;
8.გოჩი-მიროს ცხენი (კომენტარის გარეშე)
9.და ბოლოს ჰარფუზანიიიიიი!
მისი უდიდებულესობა, უჯიუტესი და მრავალნატანჯი ჭუკის ცხენიიიიი

Dv0rsky said...

ნუუ, კეზერა და ჰარფუზანი ყველაზე მაგრები არიან!

Anonymous said...

ნუ, დღის გმირად შეიძლება ერთხმად ჭუკი ვაღიაროთ, თავის ბზრიალ-ტრიალით, ჩაჩოქვებით, "ჰურ-ჰურ"-ებით და 2000 მეტრის სიმაღლეზე თბილ წყალში თითებდამბალი ნუნების მოჭრით,....მარა, რა ვქნა, ჭუკ, მაინც ხაშურში გხედავ... :)))))))

sabaha said...

: )))))
მაგარია :))))
ნაწილი თრიფისა ბაკოსგან ვიცოდი უკვე
:)))

jaco said...

ეკუშ, დამეზარა ფოტოების შიგადაშიგ ჩაყრა, ასეც კარგი რა გინდა ვაა!:)
ნიკუშ, მოკლედ ჯობია მაინც, დანარჩენი ფილმში ჩანს... მადლობა შეფასებისთვის ბრატ!:D
მაროოო! ეგ მაგარია მართლა! რა ცხენები გვყავდა? და ვაბშე ჰარფუზანას კი ეკუთვნის ცალკე პოსტი, ჭუკის ვთხოვოთ იქნებ შექმნას რამე თავის (და ჰარფუზანას) ენაზე!:D
დვორსკ, ცხენებზე ჯდომა ასეთი „ხალისი“ თუ იქნებოდა ვერ წარმომედგინა!:)
ბაკო! გითხრეს შეეშვიოოო! აბა, შეულოცე შენებურად, რომ კიდევ გადაგვხდეს ასეთი მოგზაურობა:)))
ნინ, გინდა წაგიყვანოთ შემდეგზე? ან ვაბშე ჩვენ წავიდეთ ბლოგერები? ვსიოო, მე შენ გნიშნავ ორგანიზატორად და შენ მოაწყობ blogger trip-ს, გაწყობს!:p

Anonymous said...

მირო, ეგ რომელ ტრიპ-ზე საუბრობ, რომ წახვალ 1 წლით ჰოლანდიაში და ისეთ დროს რომ ჩამოხვალ, რომ პახოდის სეზონი აღარ იქნება და იქითა წელს რომ ცოლი ახალი მოყვანილი გეყოლება და რა დროს პახოდია? და იმის იქით წელს რომ შვილი ახლაშეძენილი გეყოლება და მითუმეტეს რა დროს პახოდია? და იმის იქითა წელს რომ რარა დროს შენი პახოდიააა??? :)))))))))))))

jaco said...

ბაკო მოგკლავ! ეგ რატო გამახსენე?:D

© said...

კაი, რა, 1 წლით რომ მივდიოდე დაფინასებით თან, ჰოლანდია/ავსტრია/გერმანიაა-ში, დავიკიდებდი პააახოდს და ყველაფერს :) აი ასეთი ხამი ვარ მე, დაფინანსების, სტიპენდიების და გრანტების ხამი :)))

ბაკოო! ამაზონკა! :P :P :P :))))

jaco said...

მადლობა ცის, დამამშვიდე:)

sabaha said...

ui ui
ჰეჰ მადლობა
მაგრამ სად მაქვს მე მაგის ორგანიზების თავი, თან არ მგონია ბლოგერებმა აიტაცონ ეგ იდეა

jaco said...

ვნახოთ, ვნახოოთ:)