Tuesday, July 15, 2008

მალე დიდ ეკრანზე!:)

ფილმი ეკრანებზე გამოვა სულ მალე! ელოდეთ პრემიერას, რომელსაც, მხოლოდ ამ ფილმში მონაწილე პერსონაჟები (ნაცნობობით, სხვებიც) იხილავენ! საზოგადოდ კი მხოლოდ ამ ფილმის ეგრეთწოდებულ ინტროს (შესავალს) გთავაზობთ!


P.S. საუნდთრექზე ბევრი ვიწვალე, მინდოდა რამე განსხვავებული სტილის მუსიკა დამეწერა და არ ვიცი როგორი გამომივიდა:)

Monday, July 14, 2008

Lagodekhi weekend

ორშაბათი. თვალი რომ გავახილე ვინატრე ცხენი მელოდებოდეს თქო სადარბაზოში, სამსახურში დიდი სიამოვნებით წავიდოდი ცხენით. ცხენი მომეწონა ძალიან? არა, მივეჩვიე. ორი დღე 8-9 საათი გაატარო ცხენზე და როგორ არ მიეჩვევი.

მანამდე...

ისე მოვიდა ღამის სამი საათი და ისე განცხრომით ვთამაშობდით რაღაც უცნაურ თამაშს (მე დავარქმევდი „ნამიოკობანა updated“), თითქოს მეორე დღეს (ანუ უკვე იმავე დღეს) 8 საათზე სხვა უნდა ამდგარიყო ჩვენს მაგივრად და ბაზარშიც გოგი გაგვეგზავნებოდა თითქოს.

08:00 ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩემს ტამტამზე დაკრულს საყოველთაო პროტესტი მოჰყვა. ალბათ არ არის სასიამოვნო, როდესაც ღამენათევი და ნამთვრალევი (მიყვარს ეს ფრაზა) შენი ბოროტი მეგობრის ტამტამზე ბრახუნით იღვიძებ - იგივეა რომ თავში გირტყან ტამტამი.

10:45 ცხენებზე ავმხედრდით დიდი ცხენოსნებივით. უმეტესობამ პირველად დაინახა ცხენი ახლოდან. საერთოდ 5 საათი უნდა გზას. ჩვენ 7 საათში „ჩავეტიეთ“. ოოოო, გზაში ბევრი რამე იყო საინტერესო, ძალიან ბევრი! დავიღალეთ, მაგრამ დანიშნულების ადგილას მივედით! მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი საათის განმავლობაში ჩვენი გიდი გვეუბნებოდა, რომ 10 წუთში მივალთო (მაშინაც კი როცა თითქმის უკვე მისულები ვიყავით); მიუხედავად იმისა, რომ ჭუკის ცხენი საათში ერთხელ 360 გრადუსით სამ ბრუნს აკეთებდა და მერე მიწაზე ჯდებოდა; მიუხედავად იმისა, რომ ეს ფენომენი რაც ჭუკის (და მის ცხენს) ემართებოდა ვერც ერთხელ ვერ აღვბეჭდე ნორმალურად კამერაზე; მიუხედავად იმისა, რომ ბარგი ცხენებიდან პანტაპუნტით ცვიოდა და მის ხელახალ დამაგრებაზე სასწაულად დიდი დრო იკარგებოდა; მიუხედავად იმისა, რომ ცხენიდან კარგი სურათების გადაღება გამიჭირდა; მიუხედავად იმისა, რომ აუუ რა გვინდოდა სასტუმროში ვერ დავრჩით? ყველაფერი კარგი იყო! კოლია ძალიან დათვრა და ყველას გვივარდებოდა კარავში, აბა რომელი მოდიხართ ხვალ დილის 5 საათზე ტბების სანახავადო. ჩვენს პასუხებს აქ აღარ დავაფიქსირებ, ალბათ ისედაც ნათელია. თვითონ კოლია თუ წავიდა დილით ტბებზე? მის ბედზე წვიმდა და ცუდი ამინდი იყო, წასვლაც აღარ „მოუწია“ და ეძინა დილით თავისთვის კარავში ღამენათევ და ნამთვრალევს (აჰაა, ისევ ეს ფრაზა).

მეორე დღეც საკმაოდ დატვირთული იყო ემოციებით. ხელმეორედ წვიმა რო იწყებოდა, პანიკები ავწიე, კარვებში დარჩენილი ხალხი წიხლის კვრით გამოვყარე და კარვების და სპალნიკების ალაგება-ჩალაგება დავიწყე დამხმარეებთან ერთად (ვის რა ენაღვლებოდა კარვებს და სპალნიკებს სველს წავიღებდი სახლში თუ მშრალს).

12:45 დავადექით უკანა გზას. ჩვენი მიზანი იყო ცხენები დაღმართზე ხელით გვეტარებინა, თორემ ცოდოები იყვნენ, ხოლო დანარჩენ გზაზე (სწორზე და აღმართზე) ნება მოგვეცა ამხედრებულს გვევლო. საბოლოოდ, ხან ცხენებმა გვატარეს, ხან ჩვენ ვატარეთ და მიზანს მივაღწიეთ! ოოჰ, ღმერთო ჩემო! ჩვენ ისევ სასტუმროში ვიყავით. 9 კაციდან არც ერთს არ უგვრძნია დისკომფორტი ყინულივით ცივი წყლით დუშის მიღებისას. პარალელურად მე კარვების და სპალნიკების გამზეურებაც მოვასწარი და კმაყოფილი სახით ჩავბარგდი მანქანაში!

We're going back to home!

ორშაბათი. თვალი რომ გავახილე ცხენი ვინატრე, თუმცა, ვისაც შევეხმიანე ფეხებს ძლივს დაათრევენ...

Our Lagodekhi trip














































































Without people (nature)